
ავტორი
Front News საქართველო
მეკობრეების ტყვეობიდან გამოხსნილი ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნდნენ.
გათავისუფლებულ მეზღვაურებს და მათი ოჯახის წევრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსი ახვლედიანი შეხვდნენ.
“მეკობრეების ტყვეობიდან გამოხსნილი ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნდნენ. ვულოცავ ჩვენს მამაც მეზღვაურებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებას, ვულოცავ მათ ოჯახებს. ხელისუფლება აგრძელებს მზრუნველობას ჩვენს მოქალაქეებზე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საზღვაო სფერო იყოს მაქსიმალურად წარმატებული, პირველ რიგში, თითოეულ მეზღვაურზე ორიენტირებული. დარწმუნებული ვარ, ჩვენს მეზღვაურებთან ერთად ამ სტრატეგიულ დარგს ახალ იმპულსს შევძენთ, კიდევ უფრო მეტად წარმატებულს გავხდით“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მეზღვაურებთან შეხვედრაზე.
კაპიტნის მეორე და მესამე თანაშემწეები ნუკრი ბერიძე და გენადი ჩიტაძე მეკობრეებმა 2 მაისს ცენტრალურ აფრიკაში, გაბონის ტერიტორიულ წყლებში ღუზაზე მდგომი გემიდან გაიტაცეს.
თაგები:
მეზღვაურები
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს