Logo

მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საზოგადოება
1124
Frontnews image description

მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებმა კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან შეკრება გუშინ განვითარებული მოვლენების შემდეგ გადაწყვიტეს.

ზვიად ცეცხლაძის მამის ზურაბ ცეცხლაძის თქმით, გამოსვლები ყოველდღე იქნება.

"თქვენ ეს ქვეყანა გაანადგურეთ, თქვენ ხართ ბავშვები მკვლელები, თხრილებში გარდაცვლილი ბავშვების, მძინარე ბავშვების ქილერებით მკვლელები ხართ, თქვენ ეს ქვეყანა რუსეთში მიგყავთ. თქვენი წასვლის დროა, მოემზადეთ ხალხის მასობრივი გამოსვლები იქნება ყოველდღიურად, მოგიწოდებთ, არცერთი დღე არ ჩააგდოთ, ამ ოფისს არ უნდა მივცეთ მუშაობის საშუალება. ჩვენ გვაქვს უფლება მოვიდეთ და ყოველდღე ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ, არავის ხელს არ ვუშლით,  შევიდნენ და იმუშაონ იქ", - განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.

8 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.

 

Advertisement