მეორე დღეა, მაშველები მდინარე რიონში 10 წლის ბიჭს ეძებენ
შემთხვევა
22.08.2021 / 12:23


ავტორი
Front News საქართველო
აბაშაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. უკვე მეორე დღეა, მაშველები მდინარე რიონში 10 წლის ბიჭს ეძებენ.
მოზარდი მდინარეში საბანაოდ თანატოლებთან ერთად გუშინ დღის მეორე ნახევარში შევიდა, რა დროსაც ისინი დინებამ გაიტაცა. 3 მოზარდის გადარჩენა მეთევზეებმა შეძლეს, მეოთხე კი მდინარემ გაიტაცა.
დაკარგული მოზარდის ახლობლები სამძებრო სამუშაოებში დამატებითი ძალის ჩართვას ითხოვენ.
