Logo

მეორე ქვეითმა ბრიგადამ 34 წლის იუბილე აღნიშნა

სამხედრო
39
Frontnews
მეორე ქვეითმა ბრიგადამ 34 წლის იუბილე აღნიშნა

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 34 წლის იუბილე სენაკში, ქვედანაყოფის დისლოკაციის ტერიტორიაზე აღინიშნა. სამწყობრო მოედანზე მოწყობილ პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა.

ირაკლი ჩიქოვანმა სამხედროებს ქვედანაყოფის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ უწყებისთვის მნიშვნელოვანია მე-2 ქვეითი ბრიგადის გაძლიერება, სამხედროების პროფესიონალიზმის კიდევ უფრო ამაღლება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თითოეულ ჯარისკაცზე ზრუნვა. გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა საკუთარ სიტყვაში თავდაცვის ძალებისთვის ქვედანაყოფის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ღონისძიებაზე სამხედროები უწყებრივი მედლებით: „გენერალი კვინიტაძე“  და „გიორგი ანწუხელიძე“, ასევე ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ბრიგადის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი. სამხედროებმა და მოწვეულმა სტუმრებმა პატივი მიაგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში, სამშვიდობო მისიებში, ასევე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა ბრიგადის ტერიტორიაზე სამხედროებისთვის ახლად მოწყობილი რეკრეაციული სივრცე დაათვალიერეს და სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე 23-ე ბატალიონის ასეულის დონის სიტუაციურ  სიმულაციურ სწავლებას დაესწრნენ.

მე-2 ქვეითი ბრიგადის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თავდაცვის უწყების ოფიციალური პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები