Logo

მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე მექანიზებულმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა წარმატებით დაასრულა

სამხედრო
459
Frontnews
მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე მექანიზებულმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა წარმატებით დაასრულა

თავდაცვის ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე მექანიზებულმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა წარმატებით დაასრულა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთთვიანი სწავლება საველე წვრთნასა და საბრძოლო სროლებს მოიცავდა.  დასკვნითი ეტაპი ჩატარდა ვაზიანის სასროლეთზე, სადაც ბატალიონის ასეულებმა ტაქტიკური გადაადგილება, საბრძოლო პოზიციების დაკავება და პირობით მოწინააღმდეგეზე საარტილერიო ცეცხლით ზემოქმედება განახორციელეს. სწავლების მიმდინარეობას მონიტორინგი საბრძოლო მომზადების ცენტრის დამკვირვებლებმა გაუწიეს.

ბატალიონმა სწავლება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC), საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ბაზაზე გაიარა.

წვრთნა-შეფასების პროგრამა მიზნად ისახავს ქვედანაყოფის ტაქტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და მომზადების დონის დადგენას.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები