Logo

ლუაზო - თუ საქართველოს პრემიერს არ მოსწონს საბჭოთა კავშირი, რატომ იმეორებს მის მეთოდებს?!

პოლიტიკა
2 დღის წინ / 20:47
158
Frontnews image description

თუ საქართველოს პრემიერს არ მოსწონს საბჭოთა კავშირი, რატომ იმეორებს მის მეთოდებს?! - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო X-ზე წერს.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ვითომ მხარს უჭერდა, სანამ აზრი არ შეიცვალა და საქართველოს მომავალი მოიპარა.

"თუ საქართველოს პრემიერს არ მოსწონს საბჭოთა კავშირი, რატომ იმეორებს მის მეთოდებს მშვიდობიანი დემონსტრანტების დაპატიმრებით, დამოუკიდებელი მედიისა და ოპონენტების გაჩუმებით გაყალბებული არჩევნების შემდეგ? ასეთი რაღაცები ევროკავშირში არ ხდება. სხვათა შორის, ის არ იყო, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ვითომ მხარს რომ უჭერდა, სანამ აზრი არ შეიცვალა და საქართველოს მომავალი არ მოიპარა?", - წერს ნატალი ლუაზო.

Advertisement