Logo

მერაბ კობიაშვილი – არ ჩამიდენია განზრახ მკვლელობა, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, რომელიც მთელი ცხოვრება მხრებით უნდა ვატარო

Frontnews image description

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მერაბ კობიაშვილმა ნაფიც მსაჯულებს მადლობა გადაუხადა.

 

მისი თქმით, მკვლელობა განზრახ არ ჩაუდენია და რაც მოხდა, მისი დიდი ტრაგედიაა.

 

“ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად ველოდებოდი, არ ჩამიდენია განზრახ მკვლელობა, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, რომელიც მე მთელი ცხოვრება მხრებით უნდა ვატარო. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ნაფიც მსაჯულებს სიმართლისთვის, მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით”, – განაცხადა მერაბ კობიაშვილმა.

 

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა გაამართლა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები