Logo

მერაბ ტურავა – დაჩქარებულად ვერ განიხილება, ერთი თვე დასჭირდება ალბათ

პოლიტიკა
29.07.2024 / 14:40
Frontnews image description

არა მგონია, ევროპული ორიენტაცია მე და ჩემს მოსამართლეებს თქვენზე ნაკლები გვქონდეს. ჩვენ თქვენზე ნაკლები ევროპელები არ ვართ, – ამის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ განაცხადა.

 

მისი თქმით,  ყველაფერი იქნება ისე, როგორც კონსტიტუცია ითვალისწინებს.

 

“პრეზიდენტის და არასამთავრობოების უკვე გაერთიანებულ სარჩელს შეუერთდება დეპუტატების სარჩელიც. დაჩქარებულად ვერ განიხილება, ერთი თვე დასჭირდება ალბათ. ჩვენ სარჩელი არა მხოლოდ უნდა წავიკითხოთ, არამედ შედარებითი სამართლებრივი კვლევა უნდა ჩავატაროთ, რასაც მინიმუმ რამდენიმე კვირა, ერთი თვე მაინც დასჭირდება. ვადებს განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, ეს სარჩელები არ განიხილება კოლეგიაში.

 

2 სარჩელი განხილვის პროცესშია, ვადა არ გადაიწევა. გადაწყვეტილება მიღებული იქნება და მოსამართლეები შეიკრიბებიან ისე, როგორც ამას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს. როდის შეიკრიბებიან მოსამართლეები წინასწარ ვერ გეტყვით. მე არ ვარ უფლებამოსილი განხილვის თარიღი დღეს გამოვაცხადო“, – განაცხადა ტურავამ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები