მერაბ ტურავა – სხდომის კიდევ დღეს გაგრძელება არ იქნება სწორი, ხვალ იუსტიციის სამინისტრო აუცილებლად იქნება წარმოდგენილი


ავტორი
Front News საქართველო
სხდომის კიდევ დღეს გაგრძელება არ იქნება სწორი, უკვე 9 საათია. ხვალ იუსტიციის სამინისტრო აუცილებლად იქნება წარმოდგენილი, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ განაცხადა.
მისი თქმით, განხილვის საგანი პერსონალურ ინფორმაციასთან, სტატისტიკასთან და მონიტორინგთან დაკავშირებული საკითხები იქნება.
“სხდომის კიდევ დღეს გაგრძელება არ იქნება სწორი, უკვე 9 საათია. ხვალ იუსტიციის სამინისტრო აუცილებლად იქნება წარმოდგენილი. ჩვენ გვაქვს ინტერესი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც დღევანდელ სხდომაზე გააჟღერეთ და მათ შორის, პერსონალურ ინფორმაციასთან, სტატისტიკასთან, მონიტორინგთან და ასე შემდეგ და ყველა ის საკითხი, რომელთანაც იუსტიციის სამინისტროს აქვს შემხებლობა”, – განაცხადა მერაბ ტურავამ.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, 11:00 საათიდან მიმდინარეობდა, სხდომა ხვალ, 11:00 საათზე გაგრძელდება.
თაგები:
მერაბ ტურავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს