მერი – ოკუპირებულ ოლეშკაში დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა


ავტორი
Front News საქართველო
კახოვკის ჰესის აფეთქებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დროებით ოკუპირებულ ოლეშკაში მსხვერპლთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა. დაკარგულთა და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია, – ამის შესახებ მერმა ევგენი რიშჩუკმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოკუპირებულ ნაწილში არანაირი კავშირი არ არის, ამიტომ ზუსტი ინფორმაციის მიღება შეუძლებელია.
“დღეს ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს სკოლის შენობას, სადაც დატბორილი სახლებიდან მოქალაქეები იმყოფებოდნენ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება”, – განაცხადა მან.
გარდა ამისა, მისი თქმით, ასობით მცხოვრები კვლავ რჩება საკუთარი სახლების სახურავებზე. რიშჩუკმა აღნიშნა, რომ ხალხი ერთმანეთის დახმარებას ცდილობს.
6 ივნისის ღამეს რუსებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს, რამაც ხერსონის ოლქის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე ათობით დასახლებული პუნქტის დატბორვა გამოიწვია.
ოლეშკას მერმა ევგენი რიშჩუკმა დროებით ოკუპირებულ ქალაქში პირველი მსხვერპლის შესახებ 7 ივნისს განაცხადა.
თაგები:
ხერსონი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს