
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონში, ლუბლიანას ქუჩაზე საგზაო მოძრაობა გადატვირთულია. შეფერხების მიზეზი აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაა, რის გამოც ვერ ხერხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც.
“მომხდარის გამო, მძღოლები ლუბლიანას ქუჩაზე გადაადგილდებიან, რაც აღნიშნული ტერიტორიის გადატვირთვას იწვევს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
ავტოსაგზაო შემთხვევის აღმოფხვრის შემდეგ, სატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდება”, – აცხადებენ მერიაში.
თაგები:
მერია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს