
ავტორი
Front News საქართველო
ბოლო დღეების განმავლობაში თბილისში მოსული ნალექის გამო, გზები თოვლისგან ინტენსიურად იწმინდება. ტექნიკური მარილი იყრება დედაქალაქის ქუჩებში და შემოერთებულ ტერიტორიებზე. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სპეცტექნიკის საშუალებით 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მუშაობენ, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
თბილისი-პანტიანის გზის გაწმენდის სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა გაეცნო.
“დღე-ღამის განმავლობაში შეუჩერებლად მიმდინარეობს გზების ტექნიკური მარილით დამუშავება. გაწმენდის სამუშაოებსა და მონიტორინგში ჩართულია „თბილსერვის ჯგუფის“ შესაბამისი სამსახურები. ყველა სატრანსპორტო კვანძი, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს, გახსნილია“, – აღნიშნა გიორგი პაპავამ.
თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მიმართონ “თბილსერვის ჯგუფის” ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22 და დაუყოვნებლივ მოხდება რეაგირება.
თაგები:
თოვლი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს