Logo

მერცი - პუტინის გეგმები უკრაინით არ შემოიფარგლება, ამით მხოლოდ იწყება

უკრაინამსოფლიო
496
Frontnews image description

ვლადიმერ პუტინის იმპერიალისტური გეგმები მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ პუტინის იმპერიალისტური გეგმები უკრაინაში არ დასრულდება, არამედ ამით მხოლოდ იწყება.

მერცმა ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდა, გადახედონ თავიანთ ინტერესებს და აქტიურად ეძიონ ახალი პარტნიორობა მთელ მსოფლიოში, რადგან შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები იცვლება.

"ჩვენ, ევროპაში, უნდა შევცვალოთ ჩვენი ინტერესები - ცრუ ნოსტალგიის გარეშე“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

Advertisement