Logo

მეცოლა - მინდა მივმართო ყველა ქართველს, ვინც თავის მომავალს ხედავს ევროკავშირში, ევროპარლამენტი თქვენს გვერდით ვართ მყარად

პოლიტიკა
112
Frontnews image description

მინდა მივმართო ყველა ქართველს, ვინც თავის მომავალს ხედავს ევროკავშირში, ევროპარლამენტი თქვენს გვერდით ვართ მყარად და ჩვენ ამას ვიმეორებთ ჩვენს რეზოლუციებში, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა.

მისივე თქმით, სახაროვის პრემიის გამარჯვებულები მზია ამაღლობელი და ანდჟეი პოჩობუტი სიმამაცის განსახიერებები არიან.

"იმისთვის, რომ ანდჟეი და ქალბატონი მზია თავიანთ საქმეს აკეთებდნენ და ხმას იმაღლებდნენ დევნის წინააღმდეგ, ისინი ახლა ციხეში არიან. ჩვენ გვესმის მათი ხმები. 

2025 წლის სახაროვის აზროვნების თავისუფლების პრიზის ლაურეატები არიან მზია ამაღლობელი და ანდრეი პოჩობუტი. ჩვენი ევროპული დემოკრატია აშენებულია აზროვნებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე. ჩვენ არ დავთმობთ ამას. თავისუფალი მედია არის განუყოფელი ნაწილი ამ ღირებულებების, ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი, რომ წელს ეს პრიზი ორ ჟურნალისტს მიეკუთვნება.  

მზიას ბრძოლა ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებებისთვის განსახიერებაა მათთვის, ვისაც მიაჩნია, რომ თავისუფლება და ღირსება არასდროს უნდა დანებდეს. მათ ხმა კვლავ გაისმის მთელ ევროპაში, მის მიღმაც და მათი გაჩუმება შეუძლებელია. 

მინდა მივმართო ყველა ქართველს, ვინც თავის მომავალს ხედავს ევროკავშირში, ევროპარლამენტი თქვენს გვერდით ვართ მყარად და ჩვენ ამას ვიმეორებთ ჩვენს რეზოლუციებში, განცხადებებში, ჩვენს საქმიანობაში, რათა საქართველო იყოს მაქსიმალურად ჩვენთან ახლოს, ისე როგორც, ქართველი ხალხი იმსახურებს", - განაცხადა რობერტა მეცოლამ. 

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები