
ავტორი
Front News საქართველო
ახლახან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ჩემი მეუღლე აფგან სადიგოვი პოლიციამ დააკავა, - ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის მეუღლე სეევინჩ სადიგოვა სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ეს როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებული ბრძანებით განხორციელდა.
"ახლახან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ჩემი მეუღლე აფგან სადიგოვი პოლიციამ დააკავა. გუშინ მისი დეპორტაცია საქართველოდან აზერბაიჯანში, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებული ბრძანებით განხორციელდა“, - წერს სევინჩ სადიგოვა.
შსს-მ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 4 აპრილს ადმინისტრაციული წესით დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სადიგოვი სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის, კერძოდ, სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის. სახდელის სახით მას შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლა 3 წლით აეკრძალა. როგორც ცნობილია, ის ბაქოში ნათესავთან იმყოფება.
თაგები:
აფგან სადიგოვი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს