
ავტორი
Front News საქართველო
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი 2008 წლის აგვისტოს ომზე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
მეუფე გრიგოლის თქმით, ჰააგის გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში ომი რუსეთმა დაიწყო.
“ჰააგის სასამართლომ ეს დასკვნა გამოიტანა, ამან დამატებით დაადასტურა ის, რაც ისედაც ვიცოდით. თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, მე ეჭვი არ მეპარება მაგაში.
ყველამ იცოდა ვინ დაიწყო ომი, ჩვენ არავის ტერიტორიაზე შევსულვართ და შესაბამისად, სავსებით მართლზომიერია და არავითარ ეჭვს არ იწვევს ის გადაწყვეტილება, რომელიც გამოიტანა ჰააგამ”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს