Logo

მეუფე იაკობი - არავინ დაიბრალოს, არც სასულიერო პირმა და არც არავინ, რომ ჩვენ გამოა მშვიდობა, არა, ღმერთმა ინება და დაგვაჯილდოვა

საზოგადოება
28
Frontnews
მეუფე იაკობი - არავინ დაიბრალოს, არც სასულიერო პირმა და არც არავინ, რომ ჩვენ გამოა მშვიდობა, არა, ღმერთმა ინება და დაგვაჯილდოვა

ევროპარლამენტში რა არ მოგვწონს - ჩვენ მიმართ ერთხმად რომ მიიღებს რაღაცას, ამიტომ, ჩვენთანაც, პარლამენტია თუ რაცაა, არ შეიძლება, ყველაფერზე ერთი აზრი ჰქონდეთ. თქვენ გგონიათ, ყველა კანონი ჭკუასთან ახლოსაა?, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველები ერთმანეთს უნდა გაუფრთხილდნენ და აქ აშენონ მშვიდობა.

"დღეს საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებული ვართ და ანექსიაზე მიდის საუბარი, დღეს თუ ისე ვართ, რომ არც ომია და მშვიდობა დაგვიტოვა ღმერთმა, თითოეული ჩვენგანისგან ითხოვს, რომ ჩვენს სულებში, ჩვენს ოჯახებსა და საზოგადოებაში იყოს სიმშვიდე. არავინ დაიბრალოს, არც სასულიერო პირმა და არც არავინ, რომ ჩვენ გამოა მშვიდობა. არა, ღმერთმა ინება და დაგვაჯილდოვა, ერისთვის არის ეს ჯილდო. სხვები, თუნდაც მართლმადიდებლები არასწორად რომ მოიქცნენ, დღეს უდანაშაულო ხალხმა თავიანთი სისხლი უნდა დაღვაროს, როგორც ჩვენთან ასი ათასი ადამიანი ეწამა იმის გამო, რომ ერი ცუდად ვცხოვრობდით.

ევროპარლამენტში რა არ მოგვწონს - ჩვენ მიმართ ერთხმად რომ მიიღებს რაღაცას, ამიტომ, ჩვენთანაც, პარლამენტია თუ რაცაა, არ შეიძლება, ყველაფერზე ერთი აზრი ჰქონდეთ. თქვენ გგონიათ, ყველა კანონი ჭკუასთან ახლოსაა? ამიტომ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ერთმანეთისგან ვისწავლოთ. რამდენჯერ იყო, რომ არევა მოინდომეს ეკლესიაში. გვისმინონ, ტელეფონშიც და ქადაგებაზეც. თუ მტერია ქვეყნის, იმას უნდა უსმინონ და შესაბამისად მოიქცნენ, მაგრამ ჩვენზე ტყუილად იკარგება რესურსი.

ჩვენ არავის კონკურენტები არ ვართ, ჩვენ გვინდა, რომ გარეთ არ გავდიოდეთ, გარეთ რომ გადიხარ, მერე აქ დაბრუნება აღარ გინდა. ისე უნდა მოვიქცეთ, რომ მთელი ემიგრაცია დაბრუნდეს აქ", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები