Logo

მეუფე იაკობი - ნუთუ ის ჰგონიათ, რომ ვინმეს ჩავრევთ რამე გადაწყვეტილებაში?! გამორიცხულია

Frontnews image description

ის კი არ არის მთავარი ვინ იქნება იმიტომ, რომ ჩვენს პატრიარქზე დიდი, ვინც არ უნდა იყოს, მთელი სინოდი რომ აგვიღოთ, იმის ფასი არ ვართ, მაგრამ ძალიან ძლიერი სინოდი დაგვტოვა და უწმინდესმა რა საქმეც დაიწყო, ბოლომდე მისაყვანი გვაქვს, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა განაცხადა.

"ახლა არის ბევრი ვნებათაღელვა, დაბნეულია ერი და ლაპარაკი მიდის იმაზე, ვინ იქნება პატრიარქი, როგორ იქნება. მთავარი ეს კი არ არის, პატრიარქს გამოვირჩევთ, რა თქმა უნდა, ღირსეული იქნება ვისაც გამოვირჩევთ, აქ მთავარი არის ის, რომ ხშირად, დაბნეულები რომ ვიყავით, ზოგი ამბობდა, რომ ამას დაუჭირეთ მხარი, იმას დაუჭირეთ მხარი. მოდი, ჩავთვალოთ, დაბნეულები რომ ვიყავით, იმიტომ ვამბობდით მაგას, თორემ ქრისტიანმა ადამიანმა რომ ეს დაიწყოს, ეს აირჩიეთ, ის აირჩიეთ, ნიშნავს, რომ ქრისტესგან განშორებულია.

არჩევა ხომ სული წმინდით ხდება, მე ვერ ვეტყვი ეპისკოპოსს, არ ვკადრებ, ღმერთს არ ვკადრებ იმას, რომ ამას დაუჭირეთ მხარი, იმას დაუჭირეთ მხარი. ვიცი მე, ვინც უნდა ავირჩიო, განა არ ვიცი? აქ არის მთავარი ის, რომ თუ ჭკვიანი ადამიანები დაფიქრდებიან იმაზე, როდესაც უწმინდესი, პატრიარქი საჭეთმპყრობელი ბრძანდებოდა ეკლესიის, აბა, გადახედეთ, სინოდის წევრები ყოველთვის ისე ვიქცეოდით, რომ მასთან ვიდექით თუ ნერვებსაც ვუშლიდით და შეგვინდოს უფალმა.

დღეს მთავარია სინოდი ძლიერად ვიყოთ და როცა გამოვირჩევთ პატრიარქს, პატრიარქთან ერთად ვაკეთოთ ერთი საქმე. ის კი არ არის მთავარი ვინ იქნება იმიტომ, რომ ჩვენს პატრიარქზე დიდი, ვინც არ უნდა იყოს, მთელი სინოდი რომ აგვიღოთ, იმის ფასი არ ვართ, მაგრამ ძალიან ძლიერი სინოდი დაგვტოვა და უწმინდესმა რა საქმეც დაიწყო, ბოლომდე მისაყვანი გვაქვს.

ნუთუ ის ჰგონიათ, რომ ვინმეს ჩავრევთ რამე გადაწყვეტილებაში?! გამორიცხულია. არავის არ მივცემთ საშუალებას, რომ ჩაერიოს. სასულიერო პირებს პირად თანადგომას ვეუბნები, ვინმეს გარედან თუ შეწუხება დაუწყეს, მითხრან და არავის არ დავინდობ გარეთ რა. არ ინერვიულოთ, ძალიან კარგი პატრიარქი გვეყოლება", - განაცხადა მეუფე იაკობმა. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები