
ავტორი
Front News საქართველო
ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი საკვირაო ქადაგებისას პუტინზე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
მეუფე იაკობი ფიქრობს, რომ რუსეთისთვის გადაწყვეტილება “არაფერს ნიშნავს”.
მისივე თქმით, სასამართლოს ორდერი “თავის მოტყუებაა”.
“რა გააკეთეს ახლა, ერთ-ერთი სახელმწიფოს მეთაური ომის დამნაშავედ შეირაცხა, სასამართლომ გასცა მისი დაკავების ბრძანება. მე არ ვიცი, ომი რომ მიმდინარეობს თავს იტყუებენ, თუ ვის დააკავებს. მაშინვე ჩინეთმა რა გააკეთა, ჩავიდა [რუსეთში] და შეხვდა იმას [პუტინს] ხომ, ანუ არაფრად ჩააგდო იმიტომ რომ იმ სასამართლოს [ICC-ის] წევრები არ არიან არც ამერიკა, არც ჩინეთი არც რუსეთი არ არის და იმათთვის არაფერს ნიშნავს. თუ არ მოუგე რუსეთს, როგორ გინდა დაიჭირო. საინტერესოა, ქვეყანაში რომ ჩააკითხონ, ვინმე გაბედავს დაჭერას? უნდა ვინმეს არეულობა? თავიანთთან რომ არეულობა არ იყოს და უკრაინის გარეთ რომ არ გავიდეს, ფულს ხო მაგაში იხდიან, იარაღითაც ხომ მაგიტომ აიარაღებენ ადამიანებს”, – განაცხადა მეუფე იაკობმა. (mtavari.tv)
თაგები:
მეუფე იაკობი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს