მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად ჩავაყოფინებთ, პატრიარქსაც ჩვენით ავირჩევთ, გარედან დანიშნული არ გვეყოლება

ავტორი
Front News საქართველო
ცხვირს არავის არსად ჩავაყოფინებთ, კარგად გაითვალისწინოს ყველამ, მაგის გარანტები ჩვენ ვართ, პატრიარქსაც ავირჩევთ, ჩვენით ავირჩევთ, გარედან დანიშნული არ გვეყოლება, - ამის შესახებ ბოდბელი ეპისკოპოსმა განაცხადა.
მისივე თქმით, პატრიარქმა ძლიერი გუნდი დატოვა, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეკლესიაც კარგად იმართოს და სახელმწიფოსაც დაეხმაროს ყველაფერში.
"ახლა, რომ უშლიან "ნაციონალური მოძრაობის წევრებს" ეკლესიაში მოსვლას, გავიხსენებ პანდემიის პერიოდს. რას აკეთებდა მაშინდელი პარლამენტი, მაშინდელი მთავრობა და მაშინდელი ოპოზიცია მთლიანად. ხელი რას მოაწერეს? ჩვენს წინააღმდეგ წავიდნენ, ქრისტეს წინააღმდეგ წავიდა ყველა. აბა, კარგად გადაიხედონ, გახარიას ნუ დააბრალებენ მარტო, იქ ვიყავი ხოლმე პატრიარქთან, როგორ მოდიოდნენ, როგორ რა იყო. და, არ დავუშვებდი იმას, არც ახლა დავუშვებ, რომ ვიღაცებმა, ეკლესიაში თუ არ არის მათი საქმე, ეგ გაატარონ.
თუ ადამიანების გულებში გაიღვიძა იმან, რომ უნდათ ეკლესიაში მისვლა, ვის აქვს უფლება, გულწრფელად მოდის ადამიანი და იმას ცენზურა დაუწყო. ნუ ეხებით იმას, რაც ჩვენი გადასაწყვეტია. შეიძლება, როცა მთავრობაში ხარ, აკრძალო რა არ შეიძლება ქუჩაში, ტროტუარზეც არ დამაყენო თუნდაც, ძალა თუ გაქვს, გააკეთე, მაგრამ ეკლესიაში ვინ მოვა, რა შენი საქმეა? ღმერთთან ყველას ადგილია, შეიძლება პარლამენტში ჰქონდეთ 150 ადგილი, თორემ ეკლესიაში დიდი ადგილებია. ერთმანეთს ნუ შევუშლით ხელს. არცერთი ადამიანის დაჩაგვრას, ეკლესიაში მოსვლა ვისაც უნდა, არავის დავაყენებთ. თუ არადა, ნახეთ, სცადეთ და რამდენი ხანი ცდით თითოეული ადამიანი, მაგასაც ნახავთ.
ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი დაგვტოვა პატრიარქმა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეკლესიაც კარგად იმართოს და სახელმწიფოსაც დავეხმაროთ ყველაფერში. ცხვირს არავის არსად ჩავაყოფინებთ, კარგად გაითვალისწინოს ყველამ. მაგის გარანტები ჩვენ ვართ. პატრიარქსაც ავირჩევთ, ჩვენით ავირჩევთ, გარედან დანიშნული არ გვეყოლება, ჩვენი არჩეული იქნება და რა თქმა უნდა, ღმერთთან იქნება პირველ რიგში პასუხისმგებელი და ჩვენთან. დანარჩენი, ილუზიები, ყველამ დაივიწყოს. ნუ ნერვიულობთ, ჩვენ ჩვენსას გავაკეთებთ, ისე არ ვართ დაძაბუნებული, რომ გარედან გვჭირდებოდეს, ეს გააკეთეთ, ის გააკეთეთ. აქეთ გიკარნახებთ რა გააკეთოთ, რა არა, ვინც ჩარევას დააპირებს", - განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.
თაგები:
მეუფე იაკობი




