Logo

მეუფე ნიკოლოზი - ახლა ერთი დიდი კარი დაიკეტა, მაგრამ იმედი გვაქვს, კიდევ უფრო დიდი კარი გაიღება

Frontnews image description

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, სიონის საკათედრო ტაძრისკენ პატრიარქის გადასვენება 15:00 საათზე დაიწყება, მანამდე კი, სამების ტაძარში წესის აგება შესრულდება.

"12:00 საათზე დაიწყება წესის აგება, რომელსაც უხელმძღვანელებს მსოფლიო პატრიარქი, მისი ყოვლად უწმინდესობა ბართლომეოსი. წესის აგება დასრულდება დაახლოებით საათ-ნახევარში, ორ საათში. ამის შემდეგ, 15:00 საათზე დაიწყება გადასვენება და დაიძვრება პროცესია სიონისკენ. მართალი გითხრათ, ვეღარ წარმომიდგენია, სიონის ტაძარში ვინ შეძლებს შესვლას და როგორ იქნება, ალბათ, დელეგაციებიც ყველა ვერ მოხვდება ტაძარში, ადგილი არ არის ფიზიკურად.

ასე წერია ბიბლიაში, პატრიარქმა გვაჩვენა ერთხელ, მიგვითითა, რომ ეკლესიას უწერია: ერთი კარი რომ იკეტება, მეორე კარი იღება. ახლა ერთი დიდი კარი დაიკეტა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო დიდი გაიღება, რადგან ვფიქრობ, ეს საკითხი [პატრიარქის კანონიზაცია] რომც არ დავაყენოთ სინოდმა, ხალხი გვაიძულებს.

დარწმუნებული ვარ, რომ კანონიზაცია მალევე უნდა მოხდეს. ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როცა გარდაცვალების მერე იმწუთასვე დაიწყო კანონიზაციის პროცესი, თუმცა ეს პროცესი მაშინ სხვანაირი იყო. როდესაც წმინდანად შერაცხვაზეა საუბარი, აქ ლაპარაკია საყოველთაო თაყვანისცემაზე“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები