
ავტორი
Front News საქართველო
არ არის შორს ის დღე, როდესაც ჩვენ დავაყენებთ საკითხს მისი უწმინდესობის კანონიზაციის შესახებ, - ამის შესახებ ახალქალაქის, კარის და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბევრი ფაქტი და არგუმენტი მეტყველებს ილია მეორის წმინდანად შერაცხვის შესაძლებლობაზე.
"წესის აგება იქნება ტაძარში, ხალხი დადგება გარეთ და გახმოვანებული იქნება, ეკრანები იქნება და ყველაფერი გამოჩნდება.
მესმის, რომ ყველას ახლოს უნდა ყოფნა, ახლოს ვართ ეკლესიის ეზოშიც, მაგრამ მე მაქვს განცდა, რომ ეს კედლები სრულებით არ არის ზღუდე სულიერი ურთიერთობისთვის.
რატომ არის კიდეც მნიშვნელოვანი, მასთან ახლოს მისვლა და შეხება მის სხეულთან და საფლავთან, მე ბევრჯერ ვთქვი და გავიმეორებ - არ არის შორს ის დღე, როდესაც ჩვენ დავაყენებთ საკითხს მისი უწმინდესობის კანონიზაციის შესახებ და ეს არგუმენტი, გარდა იმისა, რომ წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანი წმინდანის არის საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც ვხედავთ, გარდა ამისა, უკვე არის ასეთი შემთხვევები - განკურნების, სასწაულების მოხდენის. მიდით, სთხოვეთ და შეგისრულებთ. ნახავთ, თუ ასე არ იქნება", - მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
საქართველოში გლოვაა გამოცხადებული.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს