მეუფე ნიკოლოზი – ასე თუ გაგრძელდა და არაფერი შეიცვალა, ალბათ, რამდენიმე მისვლა მაქვს დარჩენილი მასთან, უბრალოდ მივალ და აღარ დამხვდება


ავტორი
Front News საქართველო
აქედან მივმართავ პრეზიდენტსაც, პრემიერსაც და ყველას და ვამბობ, რომ ჩემი აზრით, თუ უცხოეთში არ მიიღებს მკურნალობას, ამ ადამიანის სიცოცხლე სერიოზული საფრთხის ქვეშ არის, აუცილებლად გარდაიცვლება, – ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
“ასე თუ გაგრძელდა და არაფერი შეიცვალა, ალბათ, რამდენიმე მისვლა მაქვს დარჩენილი მასთან, უბრალოდ მივალ და აღარ დამხვდება. ნამდვილად ასე მოხდება, ადამიანის კილოგრამების რაოდენობა განსაზღვრულია და ყოველდღე თუ დაკარგა 1 კგ რაღაც დროის მერე უნდა გაჩერდეს, თორემ მოკვდება ადამიანი…
ლინჩის წესი ნიშნავს იმას, რომ თუ ასე გაგრძელდა სიკვდილმისჯილი გამოდის ეს ადამიანი, ყოველგვარი გასამართლების გარეშე. თუ სასამართლომ გაასამართლა ის და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა, სასამართლოს სამუდამო პატიმრობა და სიკვდილით დასჯა არ მიუსჯია მისთვის და გამოდის, რომ სიკვდილი აქვს მისჯილი. მე ვთვლი, რომ ეს არ არის სწორი.
რასაც ახლა ეკლესია აკეთებს მიხეილ სააკაშვილისთვის, მე ასეთი რამე არ გამიგია საერთოდ, მე მივდივარ მასთან და ვაზიარებ, მე არ გამიგია, რომ მიტროპოლიტი ციხეში მიდიოდეს პატიმრის საზიარებლად ორ კვირაში ერთხელ, სიცოცხლე მიმაქვს მასთან. მე პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მივდივარ მასთან. მე მარტო ღმერთის მიერ მოხდენილი სასწაულის იმედი მაქვს, რომ ღმერთი გადაარჩენს.
აქედან მივმართავ პრეზიდენტსაც, პრემიერსაც და ყველას და ვამბობ, რომ ჩემი აზრით, თუ უცხოეთში არ მიიღებს მკურნალობას, ამ ადამიანის სიცოცხლე სერიოზული საფრთხის ქვეშ არის, აუცილებლად გარდაიცვლება თუ არაფერი არ შეიცვლება. ეს ძალიან ცუდი იქნება ყველასთვის.
გაიგონეთ ადამიანებო, რომ ეს ადამიანი კვდება და მისი სიკვდილი ჩვენთვის, რიგითი მოქალაქეებისთვის ბევრად უფრო ცუდი იქნება, ვიდრე მისთვის თვითონ”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა “მთავარი არხის” ეთერში.
თაგები:
მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზი – ვერც ვადასტურებ და ვერც უარვყოფ, რადგან რეალურად სარწმუნო ამბავი არ მაქვს, მეუფე შიოს ვერ დავუკავშირდი

მეუფე იაკობი – გადის პრეზიდენტობის ვადა, ალბათ, დავეხმარებით და გავაცილებთ, რომ უსაფრთხოდ გავიდეს ამ ქვეყნიდან, დავეხმარებით აუცილებლად, მაგაში

ბინის მიტაცება, მუქარა, ფსიქოლოგიური ძალადობა – რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეები თბილისში, ერთ-ერთი მოქალაქის ბინიდან აღარ გადიან