Logo

მეუფე საბა – უნდა ავიცრათ, ყური უნდა ვუგდოთ ექიმებს

საზოგადოება
764
Frontnews image description

უნდა ავიცრათ იმიტომ, რომ როცა ავიცრებით, ჩვენი ორგანიზმი ქმნის იმუნიტეტს, რათა ადვილად გადავიტანოთ კოვიდი, ამას გვიხსნიან ექიმები, – აცხადებს ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი. 

 

“კორონავირუსი არის ფიზიკური დაავადება და არა სულიერი დაავადება. ეს არ უნდა განვიხილოთ როგორ საღვთისმეტყველო საკითხი, ესაა სამედიცინო საკითხი. სამწუხაროდ, არის სასულიერო პირთა ნაწილი, რომელიც ვირუსის დემონიზებას ახდენენ და მათი სიტყვით, შეიძლება ადამიანები მოკვდნენ. მოკვდნენ იმის გამო, რომ დაუჯერონ მათ სიტყვას, არ აიცრან და გახდნენ ამ საზარელი ვირუსის მსხვერპლი ხორციელად.

 

უნდა ავიცრათ იმიტომ, რომ როცა ავიცრებით, ჩვენი ორგანიზმი ქმნის იმუნიტეტს, რათა ადვილად გადავიტანოთ კოვიდი. ამას გვიხსნიან ექიმები, არ გვეუბნებიან, რომ არ დაგვემართება, თუ ავიცრებით. ჩვენ ყური უნდა ვუგდოთ ექიმებს. შეუფასებელია მათი შრომა და მათი ფასი, რასაც ამ ორი წლის მანძილზე აკეთებენ. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. მოვუსმინოთ ექიმებს, რადგან ეს არ არის რელიგიური საკითხი.

 

თუ დღეს მედიცინის მუშაკები მოგვიწოდებენ იმისკენ, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ერთ-ერთი საშუალება არის აცრა, მაშინ, უნდა ვუსმინოთ მათ სიტყვას თუ გვინდა, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ხორციელი სიცოცხლე და არ გავხდეთ იმ ფანატიკოსი მღვდლების პროპაგანდის ნაწილი, რომლებიც მოუწოდებენ ადამიანებს, რომ არ აიცრან. თუკი მათ დაუჯერებენ, შეიძლება მათი სიცოცხლე სიკვდილით დამთავრდეს“, – განაცხადა ეპისკოპოსმა საბამ.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები