
ავტორი
Front News საქართველო
მომდევნო კვირაში ჩვენ მოგვიწევს დიდი საეკლესიო კრების, გაფართოებული საეკლესიო კრების ჩატარება, სადაც უნდა მოხდეს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) განაცხადა.
მეუფე შიო სთხოვს სასულიერო პირებს, რომ გააძლიერონ ლოცვა, რათა ეს დღე ღირსეულად ჩატარდეს.
"მომდევნო კვირაში ჩვენ მოგვიწევს დიდი საეკლესიო კრების, გაფართოებული საეკლესიო კრების ჩატარება, სადაც უნდა მოხდეს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა. მინდა, ვთხოვო ჩვენს სამღვდელოებას, სამონაზვნო დასს, ყოველ თქვენგანს, ჩვენს ძვირფას მრევლს, რომ გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ჩავატაროთ ღირსეულად, მშვიდობიანად, სიყვარულით, რომ ღვთის ნება გამოჩნდეს და ყოფილიყოს ჩვენი ეკლესიისა და ჩვენი ერისთვის სასარგებლო არჩევანი, გადაწყვეტილება. პირველ რიგში, ვევედროთ წმინდა გიორგის, შეგვეწიოს მისი მადლი", - განაცხადა მეუფე შიომ.
თაგები:
მეუფე შიო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს