Logo

მეუფე ზენონი - ვუსურვებ წარმატებას, რომ ემსახუროს საქართველოს და საქართველოს ეკლესიას

Frontnews image description

მე არ მიძნელდება არც ქება ადამიანის და არც პოზიციის გამოხატვა. მას ვუსურვებ წარმატებას, რომ ემსახუროს საქართველოს და საქართველოს ეკლესიას, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსმა ზენონმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის მეუფე შიოს უწმინდესი პატრიარქის ტიტულით მოიხსენიებს.

"ყველაფერი ნორმალურად ჩატარდა, ხმათა უმრავლესობით არჩეულია მეუფე შიო და მე მას ვუსურვებ მხოლოდ კარგს. 

იცით, რომ მე არ მიძნელდება არც ქება ადამიანის და არც პოზიციის გამოხატვა. მას ვუსურვებ წარმატებას, რომ ემსახუროს საქართველოს და საქართველოს ეკლესიას. მე იგი უნდა მოვიხსენიო ტიტულით - მისი უწმინდესობა და უნეტარესობა შიო", - განაცხადა მეუფე ზენონმა. 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო აირჩიეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები