მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 101 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ავტორი
Frontnews საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 101 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
შსს-ს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ფილიპინების, თურქმენეთის, ინდოეთის, რუსეთის, კენიის, აზერბაიჯანის, კუბის, უზბეკეთის, ბელარუსის, ეგვიპტის, იორდანიის, კოტ-დივუარის, ნეპალის, პაკისტანის, ჩინეთის, ალჟირის, ბელარუსის, ნიგერიის, სომხეთის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 101 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
მიმდინარე წელს, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვეყნიდან გაძევებულია 3600-ზე მეტი პირი.
თაგები:
მიგრაციის დეპარტამენტი




