Logo

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

სამართალი
157
Frontnews
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

შსს-ს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, პაკისტანის, იორდანიის, სომხეთის, ტაილანდის, ტაჯიკეთის, ეგვიპტის, ინდოეთის, კონგოს, ნიგერიის, სუდანის, უგანდის, ფილიპინების, ჩინეთის, ერაყის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 91 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

მიმდინარე წელს, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვეყნიდან გაძევებულია 3700-ზე მეტი პირი. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები