Logo

მიხაილ პოდოლიაკი – მოლაპარაკებები განახლდა, მძიმე დისკუსიები მიმდინარეობს

უკრაინა
1211
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი განახლდა.

 

“მოლაპარაკებები განახლდა. მძიმე დისკუსიები მიმდინარეობს“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

 

მოლაპარაკებების განახლების შესახებ წერს ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია. საკითხზე სხვა კომენტარი მას არ გაუკეთებია.

 

უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენელებს შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი ონლაინრეჟიმში გუშინ დაიწყო. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები