
ავტორი
Front News საქართველო
ადრე მაკონტროლებელიც “ოცნება” იყო და აღმასრულებელიც, დღეს ეს მდგომარეობა შეცვლილია, შეგვიძლია კონკრეტული კორუფციული სქემებისა და ფაქტების გამოვლენა – ამის შესახებ პარტია “საქართველოსათვის” დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის მიერ საკრებულოებში მოპოვებული ბერკეტებით შესაძლებელია მოქალაქეებისთვის კონკრეტული შედეგების ჩვენება.
“მოქალაქეებისათის მეტი რწმენისათვის ჩვენ უკვე შეგვიძლია შედეგის ჩვენება კონკრეტული მაგალითებით, კონკრეტული ფაქტებით, მათ შორის კორუფციაზე რომ ვსაუბრობთ, შეგვიძლია კორუფციული სქემებისა და კორუფციული ფაქტების გამოვლენა, მათ შორის წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, რუსთავში და ასე შემდეგ. საკრებულოს ფუნქცია რა არის? – გარდა კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებისა, არის აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი. ადრე მაკონტროლებელიც ოცნება იყო და აღმასრულებელიც ოცნება იყო, დღეს ეს მდგომარეობა შეცვლილია. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს მოქალაქემ მასშტაბურად დაინახოს” , – განაცხადა დაუშვილმა „ფორმულას“ ეთერში
თაგები:
მიხეილ დაუშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს