Logo

მიხეილ დაუშვილი – არავითარი მოლაპარაკება არც მიმდინარეობდა და არც დღეს მიმდინარეობს “ლელოსთან”

პოლიტიკა
504
Frontnews image description

პარტიის “გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ “ლელოსთან” რაიმე სახის გაერთიანებაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

 

დაუშვილის თქმით, მაქსიმალურად ბევრი წონიანი პოლიტიკური ძალა არსებობდეს, რომელიც არც “ოცნება” იქნება და არც “ნაციონალური მოძრაობა”.

 

“რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი მინდა, რომ ვთქვა მკაფიოდ. ბევრი განცხადება გაკეთდა “ლელოსთან” და ჩვენთან დაკავშირებით. შემიძლია, გითხრათ, რომ არავითარი მოლაპარაკება არც მიმდინარეობდა და არც დღეს მიმდინარეობს “ლელოსთან”. ეს შემიძლია, გითხრათ ძალიან მკაფიოდ და ცალსახად. ჩვენ ამ პროცესს ძალიან პრაგმატულად და პრაქტიკულად ვუყურებთ”, – აცხადებს მიხეილ დაუშვილი.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები