
ავტორი
Front News საქართველო
სიაში ყოფნა არ არის მნიშვნელოვანი. ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ, მე მივიღე გუშინ. საწყენია შეფასება, რომ სიაში გამოგვრჩაო, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება მისთვის არ იყო მარტივი.
“ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ, მე მივიღე გუშინ. ჩემს ოჯახს ვესაუბრე, მადლობა, მინდა, ვუთხრა ჩემს მეუღლეს. ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება. ჩემთვის სამწუხარო და საწყენია შეფასება, რომ სიაში გამოგვრჩაო. თუმცა, პარლამენტში ყოფნა ხომ არ არის პოლიტიკა?! პოლიტიკა პარლამენტის იქით ბევრ რამეს მოიცავს და მე ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც პარლამენტის გარეთ უფრო ბევრ რამეს აკეთებს, ვიდრე პარლამენტში. სიაში ყოფნა არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი არის მიზანი და ჩვენი მიზანია არჩევნებზე წარმატება ქვეყნის. მე ყველაფერში ვარ ჩართული, სადაც პარტიას სჭირდება”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
“გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ გუშინ პარტიული სიის წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ მიხეილ დაუშვილის დასახელება გამორჩა, დღეს კი მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რომ სიაში არ იქნება.
თაგები:
მიხეილ დაუშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს