მიხეილ ყაველაშვილი ანტალიაში გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაში (COP31) მიიღებს მონაწილეობას

ავტორი
Frontnews საქართველო
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 10 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანტალიაში გაემგზავრება, სადაც გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაში (COP31) მიიღებს მონაწილეობას.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ყაველაშვილი კონფერენციის მონაწილეებსა და მსოფლიო ლიდერებს 11 ნოემბერს სიტყვით მიმართავს.
მიხეილ ყაველაშვილთან ერთად კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი




