Logo

მიხეილ ყაველაშვილი ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

საზოგადოება
88
Frontnews
მიხეილ ყაველაშვილი ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო. მისმა გამორჩეულმა ხედვამ ქართული საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრების არაერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი შემოგვინახა და ჩვენი დროის ვიზუალური მეხსიერების ნაწილად აქცია.

ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს. ნათელი მის ხსოვნას“, – აღნიშნულია სამძიმარში.

ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები