Logo

მიხეილ ყაველაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

პოლიტიკა
41
Frontnews
მიხეილ ყაველაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ქალაქ ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, ორმხრივი თანამშრომლობა და რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები განიხილეს.

მიხეილ ყაველაშვილმა დაადასტურა სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარებისთვის მზაობა და თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.

რეგიონული საკითხების განხილვისას ყურადღება დაეთმო სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის განმტკიცების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დაკავშირებადობის საკითხებს, შუა დერეფნის განვითარებას და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობას.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები