Logo

მიხეილ ყაველაშვილი - განათლებული, თავისუფლად მოაზროვნე და პასუხისმგებლობიანი ახალგაზრდობა ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია

პოლიტიკა
94
Frontnews
მიხეილ ყაველაშვილი - განათლებული, თავისუფლად მოაზროვნე და პასუხისმგებლობიანი ახალგაზრდობა ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების ჩაბარებას ულოცავს.

"ვულოცავ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ყველა სტუდენტს!

თქვენს ცხოვრებაში ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება - ცოდნის გაღრმავების, პროფესიული განვითარების, საკუთარი პოტენციალის რეალიზებისა და ჰორიზონტზე ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის.

განათლებული, თავისუფლად მოაზროვნე და პასუხისმგებლობიანი ახალგაზრდობა ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია. მჯერა, მიღებული ცოდნითა და გაწეული შრომით თითოეული თქვენგანი საკუთარ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წარმატებაში.

ახალგაზრდული ენერგია და ხმა, თქვენგან წამოსული ახალი იდეები და ინიციატივები სწრაფად ცვალებად მსოფლიოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

გისურვებთ საინტერესო სტუდენტურ წლებს, დასახული მიზნების მიღწევასა და ნათელ მომავალს!" - წერს ყაველაშვილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები