Logo

მიხეილ ყაველაშვილი - მაშინაც ვსაუბრობდით, რომ როცა შეჩერებაზეა საუბარი, ეს ჯერ კიდევ ივნისის თვეში იყო გაცხადებული ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ ვინ მოგისმინა?!

პოლიტიკა
173
Frontnews image description

თუ გახსოვთ მაშინ, როცა ატყდა ამ თემაზე ერთი ამბავი, თითქოს პროტესტის მთავარი მოტივატორი იყო, რომ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო დროებით აჩერებს გაწევრიანებასთან დაკავშირებით ყველა მოლაპარაკებას. სინამდვილეში ჩვენ მზად ვიქნებით 2028 წლისთვის და აქედან გამომდინარე, ამ საკითხის ირგვლივ ჩვენ მაშინაც ვსაუბრობდით, რომ როცა შეჩერებაზეა საუბარი, ეს ჯერ კიდევ ივნისის თვეში იყო გაცხადებული ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ ვინ მოგისმინა?! არ მოგისმინა, იმიტომ, რომ ეს იყო ხელოვნურად შექმნილი პროცესი, - განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თელავში  ჟურნალისტებთან საუბრისას ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა მოუსმინოს ხელისუფლებას და ობიექტურად შეაფასოს მისი ქმედებები. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს არჩეული აქვს ევროკავშირისკენ გზა, რომელსაც მყარად მიუყვება და ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ამას რეალობაში ხედავს.

"საზოგადოებამ უნდა მოუსმინოს ხელისუფლებას, რეალურად შეაფასოს, არავინ არ სთხოვს მათ გინდა თუ არა მომხრე იყავი ხელისუფლების, მაგრამ რეალობის აღქმა, სამართლიანობის განცდა, შენი სახელმწიფოს მიმართ სამართლიანი დამოკიდებულება უნდა გქონდეს და შეფასებაში იყო ობიექტური, რომ ვინ რა განცხადებას აკეთებს და ა.შ.

ჩვენ ეს გზა არჩეული გვაქვს, მყარად, წყნარად მივდივართ და რეალობაში ჩანს. ვისაც უნდა გაგება, ვისაც უნდა დანახვა, ამას ძალიან კარგად ხედავს და ამის მთავარი შემფასებელი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც ძაან კარგად აღიქვამს და ხედავს ამ პრობლემებს, ამ გამოწვევებს და აქედან გამომდინარე შედეგიც ანალოგიურია. ერთადერთი რაზეც ჩვენ გული გვწყდება არის, რომ რიგი ადამიანებისა არიან დეზინფორმაციის და ორმაგი სტანდარტის მსხვერპლი და აგრძელებენ ამ მსხვერპლშეწირვას თავისდა საზიანოდ, მაგრამ საქართველო პარალელურ რეჟიმში აგრძელებს განვითარებას“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

Advertisement