მიხეილ ყაველაშვილი ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ავტორი
Frontnews საქართველო
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ქართველი კომპოზიტორისა და მომღერლის ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ნუნუ დუღაშვილის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მთელს ქართულ საზოგადოებას თანაგრძნობას უცხადებს.
"ნუნუ დუღაშვილის შემოქმედება ქართული მუსიკალური კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. მის ნაწარმოებებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ქართულ ხასიათს, ეროვნულ მოტივებსა და იმ ემოციურ სამყაროს, რომელიც მის ხელოვნებას მსმენელისთვის ახლობელსა და გამორჩეულს ხდიდა.
მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა კიდევ დიდხანს დარჩება ქართული მუსიკის ისტორიაში", - წერს ყაველაშვილი.
კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი




