მიხეილ ყაველაშვილი - როცა უკრაინაში შეიჭრა რუსეთი, მაშინ გახდა თურმე რუსეთი ოკუპანტი და მაშინ გაგვახსენდა ანწუხელიძე?

ავტორი
Frontnews საქართველო
ჩვენ ძლიერი საზოგადოება ვართ. სამწუხაროდ, მძიმე გამოცდილება გავიარეთ და მივიღეთ აგვისტოს ომის ტრაგედია, თუმცა დღეს საქართველო გაძლიერებულია. დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც არაფრის დიდებით არ დაუშვებს საქართველოში მსგავსი დღეების განმეორებას, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით მედიასთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ასეულობით ადამიანის სიცოცხლე, დაკარგული სოფლები, ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და კოდორის ხეობის დაკარგვა ის ტრაგიკული მოვლენებია, რომელთა წინაშეც მაშინდელ ხელისუფლებას სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა არ გამოუჩენია.
"როცა აწამებდნენ ანწუხელიძეს და ჩვენი გმირები ქუჩაში ეყარნენ, ამაზე ხმა არ ამოუღიათ. დღეს, როცა უკრაინაში შეიჭრა რუსეთი, მაშინ გახდა თურმე რუსეთი ოკუპანტი და მაშინ გაგვახსენდა ანწუხელიძე? ამას ქართველი საზოგადოება არ მიიღებს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, აგვისტოს ომი ქვეყნისთვის უმძიმესი ისტორიული გამოცდილებაა, რომლის სიღრმისეული გააზრებაც სახელმწიფოს დღევანდელი პოლიტიკისთვის პრინციპულ მნიშვნელობას ატარებს.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი




