მიხეილ ყაველაშვილს გაეროს გენერალურმა მდივანმა გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გახსნის ცერემონიაზე უმასპინძლა

ავტორი
Front News საქართველო
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გახსნის ცერემონიაზე უმასპინძლა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში პრეზიდენტმა კოლეგებთან მოკლე აუდიენცია გამართა.
გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გენერალური დებატები დღეს გაიხსნა.
გენერალური დებატების ფარგლებში, გაეროს ტრიბუნიდან მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიოს ლიდერებს სიტყვით 25 სექტემბერს მიმართავს.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი




