Logo

მიხეილ ყაველაშვილი დელეგაციასთან ერთად რომში იმყოფება

პოლიტიკა
25.04.2025 / 21:09
Frontnews image description

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, რომში იმყოფება.

“პრეზიდენტის თვითმფრინავი “ჩამპინოს“ სამხედრო აეროპორტში უკვე დაეშვა, სადაც პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

მიხეილ ყაველაშვილი 26 აპრილს, ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.

საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, დელეგაციაში იმყოფებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე”, – აღნიშნულია პრესსამსახურის ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები