მიხეილ ყაველაშვილი ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა


ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა.
“ეროვნული თავდაცვის აკადემიაში თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდალს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და უწყების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.
პრეზიდენტს აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ სამხედრო სასწავლებლის სტრუქტურა, მიზნები და ამოცანები გააცნო.
მიხეილ ყაველაშვილმა იუნკერების საცხოვრებელი ყაზარმები, საკლასო ოთახები, ლაზარეთი, რეკრეაციული და სპორტული სივრცეები, ასევე, სასწავლებლის მუზეუმი დაათვალიერა და სტუმრების წიგნში ჩანაწერიც დატოვა”, – აღნიშნულია თავდაცვის აკადემიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თაგები:
თავდაცვის აკადემია

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა