მიხეილ ყაველაშვილი რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება


ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 26 აპრილს ვატიკანში, რომის პაპის ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრება, რომლის შემადგენლობაში იქნებიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი