Logo

მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ვატიკანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

პოლიტიკა
25.04.2025 / 12:50
Frontnews image description

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში წმინდა საყდრის სადესპანოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

“პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა ღრმა მწუხარება პაპის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობა გამოუცხადა წმინდა საყდარს, კათოლიკურ ეკლესიასა და მილიონობით მორწმუნეს მთელ მსოფლიოში.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 26 აპრილს, ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება”, – აღნიშნულია პრესსამსახურის ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები