Logo

მიხეილ სააკაშვილი - 2012 წელს ციხე შიგნიდან გატყდა, სხვანაირად უნდა მემოქმედა, მაგრამ ვიღაცები გაიყიდნენ

პოლიტიკა
111
Frontnews
მიხეილ სააკაშვილი - 2012 წელს ციხე შიგნიდან გატყდა, სხვანაირად უნდა მემოქმედა, მაგრამ ვიღაცები გაიყიდნენ

2012 წელს ციხე შიგნიდან გატყდა და მე არ ვიხსნი ამაზე პასუხისმგებლობას, სხვანაირად უნდა მემოქმედა, მაგრამ ვიღაცები გაიყიდნენ და ბიძინას მოსვლაში დაეხმარნენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა პარტიებს შორის დაპირისპირების დრო არაა.

“ჩვენ აფხაზეთში არ ვაპირებთ ვინმეს გაყრას. ჩვენ ვაპირებთ მშვიდობით შესვლას. ქართველ ხალხს ძალიან არ უყვარს მოღალატეები, ამიტომ ყველანი უნდა დავირაზმოთ. “სხვათა შორის” ბრძოლა არ გამოვა. 2012 წლიდან ივანიშვილი ცდილობს გაანადგუროს “ნაციონალური მოძრაობა” და ეს ხან გამოსდის ფულით და  დღეს ახალი პარტიები ჩნდებიან სოკოსავით, რომლებიც ამბობენ, ჯერ მიშა უნდა მოვაშოროთ და შემდეგ ივანიშვილიო.

მეგობრებო, ახლა არ არის ერთმანეთთან დაპირისპირების, გარჩევების დრო. ვიდგეთ ერთად, ჯერ ეს მოვაშოროთ და მერე იქნებ, ჩემით გაგშორდეთ და კისერიც გიტეხიათ.

2012 წელს ციხე შიგნიდან გატყდა და მე არ ვიხსნი ამაზე პასუხისმგებლობას, სხვანაირად უნდა მემოქმედა, მაგრამ ვიღაცები გაიყიდნენ და ბიძინას მოსვლაში დაეხმარნენ”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები