Logo

მიხეილ სააკაშვილი - ახლა რუსები ჩქარობენ საქართველოს გადაფორმებას, ჩვენ ყველანაირად უნდა შევუშალოთ ამაში ხელი

პოლიტიკა
292
Frontnews
მიხეილ სააკაშვილი - ახლა რუსები ჩქარობენ საქართველოს გადაფორმებას, ჩვენ ყველანაირად უნდა შევუშალოთ ამაში ხელი

აფხაზეთში და სავარაუდოდ, ცხინვალში საწვავის მიწოდება არის ძალიან დიდი რამის ნიშანი და მომზადება. უახლოეს კვირებში ივანიშვილი აპირებს გადაიხადოს ის ანგარიში, რომელიც მოსკოვმა წაუყენა 2012 წელს ხელისუფლებაში მოყვანისთვის და ახლა უკრაინის ომის კვალობაზე გამდიდრებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი წერს, მისი ინფორმაციით, რუსებმა აგვისტოს დასაწყისში გამოუგზავნეს ორი ტიპის ხელშეკრულების პროექტი, ერთი ეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, მესამე მხარესთან არ გარიგებას ერთმანეთის წინააღმდეგ (მესამე ძალაში დასავლეთი იგულისხმება) და ასევე 2 ცალ-ცალკე ხელშეკრულება აფხაზეთის და მთავრობებთან მათი სუბიექტურობის აღიარებით და თავდაუსხმელობის გარანტიით.

“სასწრაფოდ!

აფხაზეთში და სავარაუდოდ, ცხინვალში საწვავის მიწოდება არის ძალიან დიდი რამის ნიშანი და მომზადება. უახლოეს კვირებში ივანიშვილი აპირებს გადაიხადოს ის ანგარიში, რომელიც მოსკოვმა წაუყენა 2012 წელს ხელისუფლებაში მოყვანისთვის და ახლა უკრაინის ომის კვალობაზე გამდიდრებისთვის. 4 წელზე მეტია, ივანიშვილი იკვებება რუსეთის ხელიდან. გააორმაგა რა თავისი სიმდიდრე, რუსეთისთვის სანქციების ავლაში დახმარებით.

ჩემი ინფორმაციით, რუსებმა აგვისტოს დასაწყისში გამოუგზავნეს ორი ტიპის ხელშეკრულების პროექტი, ერთი ეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, მესამე მხარესთან არ გარიგებას ერთმანეთის წინააღმდეგ (მესამე ძალაში დასავლეთი იგულისხმება) და ასევე 2 ცალ-ცალკე ხელშეკრულება აფხაზეთის და მთავრობებთან მათი სუბიექტურობის აღიარებით და თავდაუსხმელობის გარანტიით. ეს ხელშეკრულებები უშუალოდ ივანიშვილს გადმოსცეს.

რუსეთის მხრიდან ამას კურირებს სერგეი კირიენკო, ქართული საგარეო საერთოდ არ არის პროცესში ჩართული. ივანიშვილი თვლის, რომ სწორედ ახლა არის მოსახერხებელი მომენტი ამ საბოლოო ღალატის და ჩაბარების დოკუმენტების ხელმოსაწერად. ხალხი დაშინებულია, ყველაზე ჩხუბისთავები ციხეშია, ოპოზიცია დისკრედიტებულია, დასავლეთს ჩვენთვის არ სცალია. სასწრაფო რეჟიმში მიმდინარეობს ღალატის ტრაქტატის ხელმოწერისთვის იდეოლოგიური მომზადება. საქართველო ომში დადანაშაულება უფრო გაფორმებით ვიდრე ადრე, გეორგიევსკის ტრაქტატი გააძრეს ძველი საბჭოთა ნაფტალინისგან. ყველა ქოც-ტროლი გაგანია ზაფხულში მობილიზებულია რუსეთთან ჩაბარების "გასაპრავებლად". პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე კირიენკო, თვითონაც ყოფილი სოხუმელია. უახლოეს კვირებში კობახიძეს ელიან მოსკოვში ამ ყველაფერზე ხელის მოსაწერად.

ახლა სასწრაფოდ დარაზმვის და მოქმედებისთვის მომზადების დროა, თორემ სულ მალე გავიღვიძებთ და აღმოვაჩენთ, რომ ყველაფერი დავკარგეთ და აქ მინდა ვთქვა, რაც ადრე არასდროს მითქვამს. ამ საკითხში უნდა აქტიურად ვეკონტაქტოთ რიგით ქოცებს, ისევე როგორც საშუალო დონის თანამდებობის მქონეს. ეს ისეთი საკითხია, სადაც დარწმუნებული ვარ წინააღმდეგობის მოძრაობა ივანიშვილის ბევრ ერთგულ მომხრეშიც იპოვის თანამოაზრეებს. ამ ქოცების სტატუს-კვო აწყობთ, მაგრამ ქვეყნის გაუქმებაზე ისინიც არ იქნებიან თანახმა. ვინაიდან მათი მოტივაცია მაინც განსხვავდება თავისი არსებით რუსი ივანიშვილისგან და ფოფხაძის გაზრდილი კობახიძისგან.

ჩვენი ამოცანაა მინიმუმ მივაღწიოთ იმას, რომ სანამ რუსეთი საბოლოოდ დაიწყებს ტორტმანს, არ მივცეთ ქოც-დიქტატურას საშუალება ისეთი დოკუმენტების გაფორმების ოკუპირებულ ტერიტორიებთან, რომელთა გადახედვა შემდეგ ძალიან გაჭირდება. ახლა რუსები ჩქარობენ საქართველოს გადაფორმებას, ჩვენ ყველანაირად უნდა შევუშალოთ ამაში ხელი. ახლა თუ ვიქნებით პასიური, დღევანდელი თაობები ძალიან სამარცხვინოდ დაამახსოვრდება ისტორიას“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები