მიხეილ სააკაშვილი – არ ვითხოვ მადლობას, მაგრამ უსამართლობას, შეურაცხყოფას და სააკაშვილთან სიტყვა კორუფციის ხსენებას ვერ მივიღებ

ავტორი
Front News საქართველო
არ ვითხოვ მადლობას, მაგრამ სააკაშვილთან სიტყვა კორუფციის ხსენებას მე ვერ მივიღებ – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მის წინააღმდეგ ე.წ პიჯაკების საქმის განხილვა მიმდინარეობს, რომლის თანახმად, მას 9 მილიონ ლარამდე თანხის გაფლანგვა ედება ბრალად.
“მე არც მადლობას ვითხოვ, არ ვითხოვ მადლობას, რომ სიბნელიდან დენი მოვიყვანეთ, რომ ნავთქურები დაგვავიწყდა. არ ვითხოვ მადლობას, რომ ზოგიერთმა თქვენგანმა ჩვენი სისტემით ჩააბარა, როდესაც მაგალითად, იურიდიულზე 15 ათასს აღარ თხოვდენ, ზოგიერთი მათგანი შეიძლება ჩვენი სტიპენდიით იყო წასული, მაგალითად, როგორც ჩემი მკვლელობის ერთ-ერთი თანამოწილე იუსტიციის მინისტრი. არ ვითხოვ მადლობას, რომ ხელფასები და პენსიები გაიზარდა, ხომ არ გთხოვთ მადლობას 200 ახალი კლინიკისთვის, მაგრამ უსამართლობას და შეურაცხყოფას მე ვერ მივიღებ, სააკაშვილთან სიტყვა კორუფციის ხსენებას მე ვერ მივიღებ.
მსოფლიო ბანკმა ერთადერთი შემთხვევა იყო, რომ გამოუშვა წიგნი კორუფციის დაძლებაზე, ერთადერთ ქვეყანაში. ჩვენი თანამდებობის პირები დადიოდნენ და ახდენდნენ ამ წიგნის პრეზენტაციას. ჰოლანდიის გენერალურმა პროკურორმა მიმიწვია ჰოლანდიის გენერალურ პროკურატურაში, ნამდვილ პროკურატურაში და არა ამ სიმახინჯეში, ლექცია წამეკითხა კორუფციასთნ ბრძოლის ჰოლანდიელი პროკურორებისთვის, ეს მოხდა 2018 წელს. რა თქმა უნდა, ეს არ ასვენებს ივანიშვილს. მოიეწვიეს 9 ყოფილი, გადამდგარი პროკურორიო, დახარჯეს ბოუჯეტის ფული, 2 მილიონი, ეს რატომღაც არ იყო ფლანგვა. რამე მაინც გვიპოვე სააკაშვილზეო და ხელები გაშალეს იმათ, ბოდიში ვერაფრი ვიპოვეთო”, – განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ბრალდების მხარის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ ბრალდებული მათ შეურაცხყოფას აყენებს.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი




