
ავტორი
Front News საქართველო
ფუი, იმ ქვეყანას, სადაც ბახვა ჩიქობავას აცხადებენ სისხლის სამართლის დამნაშავედ, სირცხვილი იმ ქვეყნის მოქალაქეებს იმისათვის, რომ მათ გმირებს აცხადებენ კრიმინალებად, მაშინ როდესაც კრიმინალები დაიარებიან წყნარად ქუჩაში და რუსეთის დროშებს დააფრიალებენ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მის წინააღმდეგ მორიგი პროცესი იმართება.
მისი განცხადებით, უკრაინის ქალაქ მარიუპოლში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბახვა ჩიქობავას წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურას სისხლის სამართლის საქმე აქვს აღძრული.
“ბახვა ჩიქობავას აქვს გამოტანილი საბრალდებო დასკვნა და ის დღეს აქ უნდა იჯდეს ციხეში, სადაც მე ვზივარ. მან ამჯობინა მტერთან გმირულად ბრძოლა და ასე შესვლა ისტორიაში. ივანიშვილის პროკურატურამ ეს კაცი გამოაცხადა სისხლის სამართლის დამნაშავედ. ფუი, იმ ქვეყანას, სადაც ბახვა ჩიქობავას აცხადებენ სისხლის სამართლის დამნაშავედ. სირცხვილი იმ ქვეყნის მოქალაქეებს იმისათვის, რომ მათ გმირებს აცხადებენ კრიმინალებად, მაშინ როდესაც კრიმინალები დაიარებიან წყნარად ქუჩაში და რუსეთის დროშებს დააფრიალებენ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
უკრაინაში რუს ოკუპანტებთან წინააღმდეგ ბრძოლაში სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ორი მათგანის, დავით რატიანისა და გია ბერუაშვილის გადმოსვენების პროცესი მიმდინარეობს. ბახვა ჩიქობავას გადმოსვენება კი ვერ ხერხდება, რადგან მარიუპოლი მტრის მიერ ალყაშია მოქცეული.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს