Logo

მიხეილ სააკაშვილი – გარდა იმისა, რომ ხართ მსუყედ კორუმპირებულები და მძარცველები საკუთარი ხალხის, თქვენ ხართ ჩემი წამების თანამონაწილე

პოლიტიკა
02.12.2021 / 15:16
Frontnews image description

გარდა იმისა, რომ ხართ მსუყედ კორუმპირებულები და მძარცველები საკუთარი ხალხის, თქვენ ხართ ჩემი წამების თანამონაწილე, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული ქართული და საერთაშორისო კანონებით – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამრთლო პროცესზე განაცხადა. 

 

მისი თქმით, გარდა  წამებისა, მის მიმართ ადგილი ქონდა ფსიქოტროპული მედიკამენტების დიდი დოზებით მიცემის ფაქტს, რაც “ემპათიამ” დააფიქსირა. 

 

“მეგობრებო, ყველას კარგად გესმით რაზე არის ეს პროცესი. ეს პროცესი არის დაშინებული, აკანკალებული ოლიგარქის მცდელობა მოახდინოს ჩემი გაჩუმება, ცდილობენ ჩემ მორალურ გატეხვას, ყველაფერს მიკეთებდნენ, – ფანჯრის ამოქოლვა, დიდი ხანი ადვოკატთან არშეხვედრა, ოჯახის წევრების არ შემოშვება, გატაცება, ფსიქოტროპული პრეპარატების დიდი დოზებით მოცემა,  კიდევ კარგი შემოვიდა ცენტრი აემპათია და უცებ მიხვდა, რაშიც არის საქმე, რისთვისაც დიდი მადლობას ვუხდი, უამრავი წამება და წამების მსხვერპლი საერთაშორისო პრაქტიკით დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გათავისუფლებული. გუანტანამოს ციხესი ისხდნენ მართლა მკვლელი ტერორისტები, როდესაც დამტკიცდა სამი მათგანის წამება, ისინი ამერიკელებმა გადაიყვანეს ჯერ ამერიკაში ფსიქოლიოგიური რეაბილიტაციისთვის, თავისუფლებაში, შემდეგ გაუშვეს ევროპაში ერთ-ერთ ქვეყანაში. 

 

აქ რაც მოხდა, ეს არის დადასტურებული წამება  უკრაინის სახალხო დამცველის მიერ, იქნება საქართველოს სახალხო დამცველის მოხსენება, ამის დიდი იმედი მაქვს და ცენტრ “ემპათიის” მიერ, რომელსაც აქვს დიდი საერთაშორისო რეპუტაცია. 

 

თქვენ ყველანი, ციხის სისტემა, პოლიციის სისტემა, პროკურატურის სისტემა, სასამართლო სისტემა,  ვინც არ მინიშნავდით პროცესებს, მიკეტავდით სატელეფონო ზარებს, გარდა იმისა, რომ ხართ მსუყედ კორუმპირებულები და მძარცველები საკუთარი ხალხის, თქვენ ხართ ჩემი წამების თანამონაწილე. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული ქართული და საერთაშორისო კანონებით”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Advertisement