Logo

მიხეილ სააკაშვილი - ქართველი ერი დაბადებულია თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, გამარჯვებისა და წარმატებისთვის

პოლიტიკა
263
Frontnews
მიხეილ სააკაშვილი - ქართველი ერი დაბადებულია თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, გამარჯვებისა და წარმატებისთვის

ივანიშვილი ვერ შედგა ვერაფერში, მათ შორის ვერ შედგა როგორც დიქტატორი, ვინაიდან ნამდვილი დიქტატურა გულისხმობს მკაცრ, ზოგჯერ სასტიკ წესრიგს და გამორიცხავს ქაოსს. ჭორვილელი ყოველდღიურად გენერირებს ქაოსს და მას დიქტატურა ადამიანების ციხეში ჩაყრა ჰგონია და ამის იქით პრაქტიკულად ვერაფერს მართავს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის პირობას დებს, რომ საქართველოს 1990-იანი წლების უბედურების რესტავრაციას დაასრულებს.

"ივანიშვილი ვერ შედგა ვერაფერში, მათ შორის ვერ შედგა როგორც დიქტატორი, ვინაიდან ნამდვილი დიქტატურა გულისხმობს მკაცრ, ზოგჯერ სასტიკ წესრიგს და გამორიცხავს ქაოსს. ჭორვილელი ყოველდღიურად გენერირებს ქაოსს და მას დიქტატურა ადამიანების - კიდევ უფრო მეტი ადამიანების, ციხეში ჩაყრა ჰგონია და ამის იქით პრაქტიკულად ვერაფერს მართავს. უნდა პირდაპირ ვთქვა, რომ ჩვენ გარდავიქნებით შეუმდგარ ქვეყნად, რომელსაც თავზე მოასკუპდა შეუმდგარი დიქტატორი.

ეს ყველაფერი ეფუძნება იმ ცნებას, რაც რუსებმა მოგვახვიეს თავს - რომ ქართველები დაბადებული ვართ კრიმინალისთვის, კორუფციისთვის, რუსების მომსახურებისა და გართობისთვის, და თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა მათთვის დაუშვებელი ფუფუნებაა, იმიტომ რომ ქართველები არიან ერთუჯრედიანი ჩმორები.

მე კი გეუბნებით - ჩვენ არ ვართ “ჩმორები!” ჩვენ უნდა ხმამაღლა ვთქვათ -  „ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!“ ჩვენ ვართ დავით აღმაშენებლის, თამარის, გიორგი ბრწყინვალის, ერეკლეს, ილია ჭავჭავაძის, ქართული სოციალ-დემოკრატიის, ზვიად გამსახურდიას და ეროვნული მოძრაობის, ვარდების რევოლუციის და სულ ახლახან გამართული მრავალრიცხოვანი გამოსვლების ერი. ჩვენ ვართ მე-17 საუკუნის ქართლ-კახეთის და გურიის მე-19 - მე-20 საუკუნეების აჯანყებების, 100 წლის წინანდელი თბილისისა და ბათუმის მუშათა მოძრაობის, 1924 წლის აჯანყების და 1978 წლის 14 აპრილის, 9 აპრილის ერი.

ამიტომაც, არ და ვერ ვიქნებით “ჩმორები”, და თან ვისი - დასუსტებული იმპერიის და მისი კომიკური „სტავლენიკის“, ბორია ივანიშვილის “ჩმორები”. ნურას უკაცრავად!

მე, მიხეილ სააკაშვილი გეუბნებოდით, რომ 1990-იანი წლების უბედურების რესტავრაციას დავასრულებთ, უსაფრთხოება დაბრუნდება და ნარკოტიკები და კრიმინალი გაქრება ჩვენს ეზოებში, ქუჩებში, სკოლებში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, ქართველი ერი დაბადებულია თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, გამარჯვებისა და წარმატებისთვის.

„ახლაც გამარჯვების გარდა, ჩვენ გამოსავალი არც გვაქვს. რომ დავუბრუნდეთ სოხუმს და აფხაზეთს: რაც მოხდა იქ, იყო კულმინაცია იმისა, რაც მოხდა 90-იან წლებში, კერძოდ – გადატრიალებამ, სახელმწიფოს არქონამ, კრიმინალმა, ღალატმა, დანაწევრებამ, საერთაშორისო იზოლაციამ მიგვიყვანა სწორედ სოხუმის და აფხაზეთის ტრაგედიამდე.

ეს რეჟიმი ხშირად ადარებს აფხაზეთის ომს 2008 წლის ომს. ერთადერთი, საერთო იყო ჩვენი ხალხის არნახული, წარმოუდგენელი გმირობა. სხვა ყველაფერში 2008 წელი იყო სრულად საპირისპირო. განსხვავებით 90-იანებისგან, ამჯერად გვყავდა ნამდვილი ჯარი. რუსეთს მოუწია ნიღბის ჩამოხსნა, მთელი თავისი შეიარაღებული ძალების მობილიზაცია და ღია აგრესიის განხორციელება, რითაც წარმოუდგენელი ზიანი მიაყენა საკუთარ რეპუტაციას. შემოვიდა, რა თქმა უნდა, ქართული სახელმწიფოს მთლიანად დასანგრევად, საქართველოს დასაპყრობად, ჩემს მოსაკლავად, ქართული რეფორმების შესაჩერებლად, ერის ნამდვილი იმედების და ოცნებების დასასრულებლად. და ეს 2008 წლის 8 აგვისტოს კონდოლიზა რაისთან საუბარში პირდაპირ თქვა ლავროვმა: „ჩვენი მიზანია საქართველოს სრული განადგურება“. მაშინ საქართველო ვერც გაანადგურეს და ვერც დააჩმორეს, მათ ვერ შეძლეს ვერცერთი საკუთარი მიზნის განხორციელება. ქართული სახელმწიფო და მისი ხელისუფლება გადარჩნენ, ჩვენ სწორედ ომის შემდეგ დავადექით ღიად ევროპული, ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს. ყველაზე დიდი ეკონომიკური წარმატებები გვქონდა 2008 წლის შემდეგ, იუსტიციის სახლები და სხვა რეფორმები გავაკეთეთ 2008 წლის შემდეგ, ჩვენ ვიყავით მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორები. ამას ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ, პირველ რიგში, ეს არის ბრძოლა სიმართლისათვის – მათ შორის ისტორიული სიმართლისთვის – სიცრუის დასამარცხებლად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები